ახალი ამბები

პოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ ავტობუსში თავს დაესხნენ და სცემეს

3 მაისი, 2025 •
პოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ ავტობუსში თავს დაესხნენ და სცემეს

პოეტი ზვიად რატიანი ამბობს, რომ ავტობუსში თავს დაესხნენ და სცემეს. ინციდენტი გუშინ, 2 მაისს მოხდა.

როგორც პოეტი წერს, არ აქვს იმედი, რომ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში გამოძიება დაწყება.

“აქეთ გამამტყუნებენ!”, – წერს რატიანი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა, ზვიად რატიანს თავს ესხმიან. მათ შორის, ყველზე გახმაურებული ინციდენტი მოხდა 2017 წელის 24 დეკემბერს, როცა ის პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. როგორც პოეტი ამბობს, სამართალდამცველებმა ის ნარინჯისფერი ქურთუკის გამო გააჩერეს, შელაპარაკების შემდეგ კი დააკავეს და სცემეს როგორც პოლიციის მანქანაში, ისე განყოფილებაში.

ის რამენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და გამოძების დაწყებას პოლიციელების მხრიდან მის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე. 2018 წლის სექტემბერში მან ქვეყანა დატოვა.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი