ახალი ამბები

ბაზრობის მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ პროდუქცია, რომელიც დაწვას გადაურჩა, ვიღაცამ მოიპარა

1 მაისი, 2025 •
ბაზრობის მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ პროდუქცია, რომელიც დაწვას გადაურჩა, ვიღაცამ მოიპარა

სადგურის ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ მათი პროდუქცია, რომელიც დაწვას გადაურჩა, ვიღაცამ მოიპარა.

მათ ამ ეჭვებს უძლიერებთ ის გარემოება, რომ ფეხსაცმლის ყუთების ნაწილი, რომელიც დამწვარი არ არის, ცარიელია.

ამის გამო სადგურის ბაზრობასთან დილიდან ხმაურია. მოვაჭრეები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. თბილისის მერიიდან კი ჯერ არავინ მისულა.

დილაადრიან სადგურის მოედანზე, ე.წ. „ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა“ დაიწვა. ნახევარ საათში, დილის 7-ის ნახევრიდან 7 საათამდე შუალედში, ცეცხლი მოედო დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას, ცეცხლმა და კვამლმა დაფარა სავაჭრო დახლები, მაღაზიები, საწყობები.

ზარალი სავარაუდოდ მილიონობით ლარია. მომხდარზე კომენტარი „ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელთაგან ჯერჯერობით არავის გაუკეთებია.

ამ თემაზე გირჩევთ.

„დაზარალებულები კი არა, დაღუპულები ვართ“ — რეპორტაჟი ნახანძრალი ბაზრობიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი