ახალი ამბები

პოლიციამ ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი სისხლის სამართლის მუხლით დააკავა

29 აპრილი, 2025 •
პოლიციამ ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი სისხლის სამართლის მუხლით დააკავა

პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი დააკავა.

საუბარია აჩიკო ჭუმბურიძეზე, მერაბ სარალიძეზე, გიორგი ნეფარიძესა და თენგო გველესიანზე.

ეს მუხლი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, გუშინ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი