ახალი ამბები

კახა კუკავას კონსერვატიული პარტია არ დაუტოვებია

8 ნოემბერი, 2010 • • 1127
კახა კუკავას კონსერვატიული პარტია არ დაუტოვებია

ინფორმაცია კახა კუკავას მიერ კონსერვატიული პარტიის დატოვების შესახებ ქართულ საინფორმაციო სააგანტო პირველზე 7 ნოემბერს გავრცელდა, თუმცა კუკავა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ჩვენ, ეროვნული საბჭო, ვაპირებთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კვირის ბოლოს ერთობლივი განცხადების გაკეთებას. როგორც ხდება ხოლმე, ალბათ, პრესაში  არასწორად გაჟონა ინფორმაციამ და შემდგომ ჟურნალისტების ერთმა ნაწილმა ხელზე დაიხვია. მე ვრჩები კონსერვატიულ პარტიაში’’, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას კუკავა.

სააგენტო პირველი წერს, რომ კახა კუკავამ ახალი მოძრაობა თავისუფალი საქართველო ჩამოაყალიბა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, თავისუფალი საქართველო ეროვნულ საბჭოში კონსერვატორებთან და ხალხის პარტიასთან ერთად იქნება.

კუკავა ამბობს, რომ თვისუფალი საქართველო პოლიტიკური პარტია ან მოძრაობა არ არის.

,,ეს პარტია არ არის, ეს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია ეროვნული საბჭოსი. უფრო ზუსტად ამის შესახებ ერთობლივი განცხადებისას ვისაუბრებთ’’, – აცხადებს კახა კუკავა.

ეროვნული საბჭო ორ პარტიას კონსერვატორებსა და ხალხის პარტიას აერთიანებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი