ახალი ამბები

7 ნოემბერი

8 ნოემბერი, 2010 •
7 ნოემბერი

თავისუფალი აზრის სახლის მიერ ორგანიზებულ აქციას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო, თუმცა სიტყვით მხოლოდ მოძრაობა სოლიდარობა – უკანონო პატიმრებს ლიდერი ეკა ბესელია გამოვიდა. საზოგადოებას ასევე გია გაჩეჩილაძემ მიმართა.

7 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოების წინაშე  მხოლოდ საზოგადოების წარმომადგენლები, მსახიობები გამოვიდნენ. ქართული პარტიის ლიდერები მხოლოდ ცოტა ხნით გამოჩდნენ აქციაზე. არც ერთი მათგანი საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე სიტყვით არ გამოსულა. ასევე სიტყვით არ გამოსულა ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია. აქციაზე ნინო ბურჯანაძესაც ელოდნენ, თუმცა აქციის ბოლომდე ბურჯანაძე პარლამენტთან არ გამოჩენილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი