21 აპრილს, პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეებს, ლევან ზაზაძეს და დავით გუნაშვილს ადმინისტრაციული პატიმრობები შეუფარდეს. ორივე მათგანს შსს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორლებლობას ედავებოდა.
სანქცირებულმა მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა განუსაზღვეა. კიდევე რთმა სანქიცრებულმა მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა კი დავით გუნაშვილის 7 დღით დაპატუმრების გადაწყვეწტლება მიიღო.
“სამართალწარმოება მიმდინარეობს ძალიან მშრალად. უგულებელყოფილია ადამიანების მოტივი – რატომ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა […] სამართალთან და სამართლიანობის დადგენასთან ამას კავშირი არ აქვს. არის წმინდა ხისტი, მშრალი, პროცედურული მენეჯმენტი, რაც არის საბჭოთა გადმონაშთი. ეს საბჭოთა გადმონაშთები ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ სამართალდამცავი სისტემიდან, სასამართლო სისტემიდან და ზოგადად, სახელმწიფოებრივი მმართველობიდან, რომელსაც ამკვიდრებს და ამყარებს რეჟიმი”, – განაცხადა დავით გუნაშვილმა მისი საქმის განხილვის დასრულების შემდეგ.
აღდგომის მეორე დღეს მოქალაქეები დილიდან შეიკრიბენენ პარლამენტთან. ისინი აპროტესტებდნენ წინა საღამოს, აღსდგომის ღამეს ორი მოქალაქის, გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის დაკავებას.
ამავე თემაზე:
