შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.
უწყების განცხადებით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.
შსს-ს განცხადებით, ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს.
არაერთი მოქალაქე წერს, რომ ისინი მანქანის არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმეს, მაშინ როცა ავტომობილი საერთოდ არ ჰყავთ.