ამერიკელი დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი მიესალმება გაერთიანებულ სამეფოს მიერ სანქციების დაწესებას ქართველი თანამდებობის პირებისთვის, „რომლებიც არ ასრულებენ ქართველი ხალხის უფლებების დაცვის მოვალეობას“.
„უნდა დადგეს მათი ანგარიშვალდებულების საკითხი, ვინც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობაზე“, — წერს შაჰინი.
“I applaud the United Kingdom for sanctioning Georgian officials who have been derelict in their duty to protect the rights of the Georgian people,” said @SenatorShaheen. “Those responsible for brutal violence against protestors must be held accountable.” https://t.co/kCBvIaPE9N
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) April 21, 2025
გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების” ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანს:
- შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
- მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
- კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
- გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა სასამართლო კლანის ლიდერებად მიჩნეული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე. თავად მოსამართლეები ასეთი კლანის არსებობას უარყოფენ.
2024 წლის ბოლოს ბრიტანეთმა დაასანქცირა ვახტანგ გომელაური – „ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი; ალექსანდრე დარახველიძე – გომელაურის მოადგილე; სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი და ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე; ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი; მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.