საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ სამ თანამშრომელს დაეკისრა დისციპლინური სანქცია. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკაა.
საყვედური გამოუცხადეს:
- ტუხა კვინიკაძეს, გადაცემა”რეალური სივრცის” რედაქტორს;
- თამარ ჭინჭარაულს, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელ პროდიუსერს.
- ანა აბაკელიას, “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტს;
სამივე მათგანის შემთხვევაში, მაუწყებლის მენეჯმენტმა დარღვევად ჩათვალა “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”.
მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ხელმოწერილ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სანქციის მოქმედების ვადა არის ერთი წელი. ამ დროის განმავლობაში იგივე ან სხვა დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, თანამშრომლებს, სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ.
არხის სარედაქციო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულ ჟურნალისტებს საყვედური გამოუცხადეს 12 აპრილსაც. იმ დღეს, როცა გაათავისუფლეს ტელევიზიის ორი წამყვანი სახე – ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი.
ამავე თემაზე:
- “კრიტიკული აზრისთვის დევნა და შურისძიება” – ქარტია საზმაუს დისციპლინურ სანქციებზე
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
- გათავისუფლებულების გარდა, საზმაუმ დისციპლინური სანქცია ოთხი მოქმედი თანამშრომლის მიმართ გამოიყენა
- საზმაუში ამტკიცებენ, რომ წამყვანების გათავისუფლება “სამართლიანი და მიუკერძოებელია”