ახალი ამბები

ოპოზიციონერ აქტივისტ გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

16 აპრილი, 2025 •
ოპოზიციონერ აქტივისტ გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს 31 მარტს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

31 მარტს გელა ხასიას პოლიცია პარლამენტთან ჩანთის გახსნას სთხოვდა შემოწმების მიზნით, რაზეც ეს უკანასკნელი არ დათანხმდა და მისი გარეგანი დათვალიერება მოითხოვა.

ამის შემდეგ აქტივისტი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. როგორც პოლიციელები ადგილზე მყოფ მედიას უხსნიდნენ, მხოლოდ პირის იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მანამდე იმავე აქტივისტს სახელით მიმართავდნენ, ანუ იცოდნენ მისი ვინაობა.

პოლიციაში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხასაია დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by netgazeti (@netgazeti)

მასალების გადაბეჭდვის წესი