ახალი ამბები

ცნობილია გერმანიის ახალი მთავრობას პოზიცია საქართველოს EU-ში მიღებაზე

10 აპრილი, 2025 •
ცნობილია გერმანიის ახალი მთავრობას პოზიცია საქართველოს EU-ში მიღებაზე

გერმანიის მომავალი მთავრობისთვის გაფორმებულ კოალიციურ შეთანხმებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეც არის საუბარი.

კოალიციურ შეთანხმებაში, რომელიც გერმანიის მომავალ სამთავრობო პარტიებს, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის გაფორმდა, ნათქვამია:

„საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს“.

კოალიციური შეთანხმების იმ ნაწყვეტს, სადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეა საუბარი, პლატფორმა X-ზე აზიარებს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი და წერს, რომ „ეს არის გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი