უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძოდნენ.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიაში მებრძოლი ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა გაცილებით მეტია.
„ჩვენმა სამხედროებმა შეიპყრეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც იბრძოდნენ რუსეთის ჯარში. ეს მოხდა უკრაინის ტერიტორიაზე — დონეცკის ოლქში. არსებობს ამ პატიმრების დოკუმენტები, საბანკო ბარათები, პირადი მონაცემები. არსებობს ინფორმაცია, რომ ოკუპანტის ქვედანაყოფებში ჩინეთის ასეთი მოქალაქეების რაოდენობა ორზე მნიშვნელოვნად მეტია. ამჟამად ყველა ფაქტს ვაზუსტებთ. მუშაობს დაზვერვა, უსაფრთხოების სამსახური და და შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პეკინს და გაერკვიოს, როგორ აპირებს ჩინეთი ამაზე რეაგირებას.
ზელენსკის განაცხადებით, რუსეთის მიერ ომში ჩინეთის პირდაპირ ან ირიბად ჩართვა „მკაფიო სიგნალია, რომ პუტინი ყველაფერს გააკეთებს, გარდა ომის დასრულებისა“.