ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი მოუწოდებს ქართულ მხარეს, ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრის ნაცვლად, კომპრომისები ეძიოს

7 აპრილი, 2025 •
სოხუმი მოუწოდებს ქართულ მხარეს, ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრის ნაცვლად, კომპრომისები ეძიოს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის შესახებ ისაუბრა.

დე ფაქტო უწყების კომენტარში ნათქვამია:

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ თბილისი ვერ შორდება ძველ მიდგომებს, რომლებიც ვერ პასუხობს დღევანდელ რეალობას.
რესპუბლიკა აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო, რომელმაც თავისი დამოუკიდებელი სტატუსი ხალხის ნებაზე დაყრდნობით განსაზღვრა. საქართველოსთან თანაცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დეკლარაციების ნაცვლად, გვინდა ვიხილოთ კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და კომპრომისების ძიება, რაც შექმნის მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების შესაძლებლობას.“

აფხაზეთის მხარის განცხადებით, მათ “არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს და კვლავ ღია არიან მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც შეეხება ძალადობის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას და კომუნიკაციების გახსნის საკითხებს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ “ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას”.

“იმედდთან” ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე” თქვა, რომ ეს შესაძლებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი