პოლიციამ “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია, სავარაუდოდ, “პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის” ბრალდებით დაკავა.
როგორც “ინდიგოს” აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტი ახლა დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
“პოლიციამ დააკავა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია. როგორც პრესსამსახურმა მითხრა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი”, – წერს ნატა ძველიშვილი.
საბა სორდია ხშირად აშუქებს მიმდინარე პროტესტს და აქციებზე ასრულებს პროფესიულ მოვალეობას.