“ქაშუეთიდან ლოცვიდან გამოსულს ტელეფონმომარჯვებული მანქურთი შემოგვხვდა მონა-მონას ძახილით და მიიღო კბილებში… იყოს ჭკუის სასწავლებელი, რომ აღარავის გაუბედოთ მსგავსი! ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, მეტიც ზედმეტად ბევრს ვითმენთ!!! იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება!”, – დაწერა შაქარაშვილმა სოციალურ ქსელში.
იქამდე თავად ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ შაქარიშვილი და გოგა ხაინდრავა. მას უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება. ცნობილია, რომ აქვს მცირე დაჟეჟილობა. ამ დროისთვის მამნიაშვილი ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე იმყოფება.
განახლება: გიორგი მამნიაშვილი ამბობს ვატო შაქარაშვილმა მას რამდენჯერმე დაარტყა სახეში და წიხლი ჩაარტყა ფეხში, გოგა ხაინდრავა კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე თქმით, პოლიციამ ისინი ადგილიდა გაიყვანა, მაგრამ არ დაუკავებია.
დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე უცნობია.