ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია კომუნალური გადასახადების ახალ წესს აპროტესტებს

5 ნოემბერი, 2010 • • 1043
ჯონდი ბაღათურია კომუნალური გადასახადების ახალ წესს აპროტესტებს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ,,ქართლი დასის’’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია საკანონმდეგლო ინიციატივით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ კანონში შეტანილი დამატების ამოღებას ითხოვს. დამატების თანახმად, ერთ-ერთი კომუნალური გადასახადის დავალიანების გამო, აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება.

ჯონდი ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის 1 ოქტომბრის ეს ცვლილება უნდა გააუქმოს.

“აღნიშნული ცვლილება არის ანტიკონსტიტუციური და უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. მარტო თბილისში 200 ათასამდე მოქალაქეს აქვს წყალმომარაგებისა და დასუფთავების დავალიანება, რის გამოც, ისინი შეიძლება  ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ”, – განაცხადა დეპუტატმა. 
,,ქართული დასის’’ ლიდერის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივას იგი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში დღეს დაარეგისტრირებს.

მან ამომრჩევლებს მოუწოდა, მოსთხოვონ საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომ  პარლამენტში მხარი დაუჭირონ ”ქართული დასის” საკანონმდებლო ინიციატივას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ქართული დასი”  საკონსტიტუციო სასამართლოში  სარჩელის შეტანასაც გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი