დღეს დილით თბილისში, გლდანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში გვიდასტურებენ.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე, მოკლული ადამიანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.