ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ოპოზიციონერები ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით დააპატიმრეს

14 მარტი, 2025 •
აზერბაიჯანში ოპოზიციონერები ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით დააპატიმრეს

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა PNFA-ს [აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის] ორი აქტივისტი, გიუნდუზ მირზოევი და ზაურ ასკეროვი, რომლებიც აზერბაიჯანში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებაში არიან ბრალდებულები. მათი თანაპარტიელები და ადვოკატები ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

PNFA-ს პრესსპიკერის ცნობით, გარადაღის რაიონული განყოფილების წევრი გიუნდუზ მირზოევი და ამავე რაიონის აქტივისტი ზაურ ასკეროვი 7 მარტს დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

“მათ ბრალად ედებათ „სახელმწიფოს წინააღმდეგ საჯარო მოწოდებები“, თითქოსდა ისინი სოციალურ ქსელებში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ და მხოლოდ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ თავიანთი პროტესტი გამოეხატათ  თუნდაც სოციალურ ქსელებში. გუშინ [13 მარტს] სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივრები განიხილა, თუმცა ჩვენს აქტივისტებს პატიმრობა არ შეუმსუბუქა. საქმე მირზოევისა და ასკეროვის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია.“

მისივე თქმით, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის 13 წევრი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით ციხეში იმყოფება.

აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 281.2 მუხლი 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი