ახალი ამბები

ბელიაშვილზე სროლა იყო, უმისამართო ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

10 მარტი, 2025 •
ბელიაშვილზე სროლა იყო, უმისამართო ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო. უმისამართო ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა.

ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს — სავარაუდოდ, რესტორნიდან, და ტყვია საცხოვრებელი კორპუსის მე-14 და მე-16 სართულებზე შევარდა.

არავინ დაშავებულა.

“გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, „წისქვილის“ და „თეატრის“ რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფოიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო“, — განუცხადა „ფორმულას“ მოქალაქემ, რომლის სამზარეულოსაც ტყვია მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი