mobineX-ი არის ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი, რომელიც მიზნად ისახავს, როუმინგ ინტერნეტ სერვისი ქართველი აბონენტებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. კომპანია 2023 წლიდან სთავაზობს ქართველ მოგზაურებს როუმინგ ინტერნეტს, ამ პერიოდის განმავლობაში mobineX-მა შეძლო მომხმარებლებისთვის სტაბილური სამოგზაურო ინტერნეტის მიწოდება, თანაც ისე, რომ ფასი ხარისხთან კორელაციაშია. ამან საგრძნობლად გაამარტივა და უფრო კომფორტული გახადა საზღვარგარეთ მოგზაურობის პროცესი.
mobineX-ის ინტერნეტის გააქტიურება საიტის საშუალებით ან აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. mobineX-ის აპლიკაცია რეგისტრაცია/ავტორიზაციის გავლისა და MB-ების გაკონტროლების გარდა კიდევ ბევრ სხვა ფუნქციას ითავსებს. მისი საშუალებით, შესაძლებელია, საერთაშორისო ზარების განხორციელება ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით. ამიტომ, თუ mobineX-ელი ხარ, გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენო ეს შესაძლებლობა და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ყოველთვის mobineX-ის აპლიკაციით დარეკო.
რატომ უნდა დარეკო mobineX-ის აპლიკაციით
mobineX-ის აპლიკაციის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია დარეკვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან როგორც ფიქსირებულ, ასევე – მობილურ ნომრებზე ისე, რომ ზარის მიმღებს არ სჭირდება ინტერნეტთან წვდომა.
საზღვარგარეთ ყოფნის განმავლობაში, ხშირად შეიძლება დაგჭირდეს დარეკვა. მაგალითად, შესაძლოა, საღამოს გასეირნების შემდეგ შინ დასაბრუნებლად ტაქსის გამოძახება მოგიწიოს, სახლის მეპატრონესთან ტელეფონით გასაუბრება მოგინდეს, ან სულაც ქართულ ბანკთან დაკავშირება – ვალუტის გადაცვლასთან, ან სხვა მსგავს თემასთან დაკავშირებით. როგორც წესი, საერთაშორისო ზარები დიდ ტარიფებთან ასოცირდება, თანაც, შემომავალი ზარის დროს წუთების შესაბამისად, ორივე მხარე იხდის საფასურს. თუ დარეკვისას mobineX-ის აპლიკაციას გამოიყენებ, მოპასუხეს არაფრის გადახდა აღარ მოუწევს. რეგისტრაციისას ყველა აბონენტი საჩუქრად იღებს 10 უფასო წუთს. ასე რომ, შეგიძლია თანხა დაზოგო და 10 წუთის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისაუბრო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ სხვა წერტილში, წუთების დამატებას კი აპლიკაციიდანვე შეძლებ.
კიდევ რა ფუნქციები აქვს mobineX-ის აპლიკაციას
mobineX-ის აპლიკაციით დარეკვასთან ერთად ასევე შესაძლებელია ფრენასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება – რეისის გადადების შემთხვევაში, კომპენსაციის მარტივად მოთხოვნა, სასურველი მიმართულებით ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და კულტურული ძეგლების ბილეთების ყიდვა. ამ სერვისების ერთ სივრცეში გაერთიანება აბონენტისთვის კომფორტული და მოსახერხებელია.
შეჯამება
თუ აქამდე არ იცოდი, ამიერიდან, გაითვალისწინე, რომ საერთაშორისო ზარებისთვის ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოიყენო mobineX-ის აპლიკაცია და დაზოგო თანხა. ეს არის კომფორტული, ხელმისაწვდომი, მარტივი და სასარგებლო პლატფორმა, რომელიც სტრესის გარეშე მოგზაურობის საშუალებას იძლევა.
