აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აპირებს, ევროკავშირში წარმოებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესოს.
„ჩვენ ამას ძალიან მალე გამოვაცხადებთ. ეს იქნება 25% ზოგადად — მანქანებზე და სხვა ყველაფერზე“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირი აშშ-ის წინააღმდეგ შეიქმნა, მაგრამ ახლა ის არის პრეზიდენტი და იცის, როგორ იმოქმედოს.
ევროკავშირმა საპასუხოდ განაცხადა, რომ გაუმართლებელ ტარიფებს მტკიცედ და დაუყოვნებლივ უპასუხებს და დაიცავს ევროპელი მომხმარებლების ინტერესებს.
მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ დაუსაბუთებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება — ისინი გამოიწვევს მტკიცე და პროპორციულ საპასუხო ზომებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში არ შეხვდება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვაშინგტონში ვიზიტის დროს „გეგმის საკითხების გამო“.
„როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ხელიდან არ უშვებს შანსს აჩვენოს, რომ მათთვის ევროკავშირი არ არის მოთამაშე“, — უთხრა ევროკავშირის ანონიმურმა დიპლომატმა Politico-ს.