ახალი ამბები

ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს – სამი ქართველი დააკავეს

22 თებერვალი, 2025 •
ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს – სამი ქართველი დააკავეს

ვარშავის პოლიციისა და პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავაში ქართველების ჯგუფის ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს.

პოლონური მედიის ცნობით, პარასკევს, გვიან ღამით, ვარშავაში, კონსტიტუციის მოედნის სიახლოვეს ქართულ რესტორანში დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც ქუჩაში გადაიზარდა, რასაც 31 წლის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა – ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.

პოლონური გამოცემა Polsat News-ის ინფორმაციით, დაპირისპირებაში ჯამში 8 ადამიანი მონაწილეობდა და საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

 

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ რესტორნის მიმდებარედ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია შუაღამემდე მცირე ხნით ადრე მიიღო.

პოლონური მედია Polsat News ამავე სტატიაში ახსენებს ოფიციალური პირების განცხადებებს პოლონეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ განაცხადა, რომ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს 1895 მოქალაქე დააკავეს და მათგან 136 ადამიანი დააპატიმრეს. მისივე თქმით, გასულ წელს პოლონეთიდან 2589 ქართველი გააძევეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი