ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

7 თებერვალი, 2025 •
ფაშინიანი თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ვაშინგტონში, თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს შორის შეხვედრა გაიმართა.

სომხეთის პრემიერის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონულ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.

დამატებითი დეტალები ჯერ არ გავრცელებულა.

6 თებერვალს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მიროზიანმა “X-ზე” განაცხადა, რომ ერევანი, რომელიც ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას ვაშინგტონთან, ცდილობს გააღრმაოს ორმხრივი კავშირები სხვადასხვა სფეროში და გახსნას ახალი შესაძლებლობები.

მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი აგრძელებს ძალისხმევას სომხურ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში.

“სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, რომ ეფექტური გავხადოთ თანამშრომლობა სომხეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში”, – აღნიშნა არარატ მირზოიანმა.

მიროზიანმა ასევე დაამატა, რომ სომხეთი მზადა ვაშინგტონთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

“მყარი საფუძვლითა და ნათელი პერსპექტივით ჩვენ ვცდილობთ გავაღრმაოთ ურთიერთობები და მოვძებნოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის,” – წერს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.

ნიკოლ ფაშინიანი შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების მე-5 ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად 5 თებერვალს ჩავიდა, რომელიც ვაშინგტონში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი