ახალი ამბები

“ვივამედის” დირექტორი: ანალიზებში იყო ცვლილებები, მზია ამაღლობელი აგრძელებს ჰოსპიტალურ მკურნალობას

4 თებერვალი, 2025 •
“ვივამედის” დირექტორი: ანალიზებში იყო ცვლილებები, მზია ამაღლობელი აგრძელებს ჰოსპიტალურ მკურნალობას

“ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი ჰოსპიტალურ მკურნალობას აგრძელებს მათ კლინიკაში. დღეს ცნობილი გახდა, რომ მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი კლინიკაში კვლევების ჩასატარებლად დღეს გადაიყვანეს.

ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ჩატარდა კვლევები, “იქნა ნანახი ცვლილებები” და პაციენტს შესთავაზეს ჰოსპიტალური მკურნალობა, რაზეც ის დათანხმდა, თუმცა შიმშილობას კვლავ აგრძელებს.

“მას ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, ნანახი იქნა კვლევის შედგები და პაციენტს შევთავაზეთ სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები და საჭირო გახდა ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება”, – განაცხადა ჩხაიძემ ტვ პირველთან.

მზია ამაღლობელი 24-ე დღეა შიმშილობს.

ზურაბ ჩხაიძე ფორმულასთან ასევე ამბობს, რომ გონების კარგვის ეპიზოდი  მზიას არ ჰქონია და ის ამჟამად კონტაქტურია. ექიმის თქმით,  ჯერ არ იცის, რამდენი ხანში დააბრუნებენ ამაღლობელს საპატიმროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი