აქციაზე გიორგი ქადაგიძე დააკავეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ის თამარ მეფის ხიდთან, სანაპიროზე დააკავეს.
2 თებერვალს 20-ზე მეტი აქციის მონაწილე დააკავეს „თბილისი მოლთან“. დაკავებების მეორე სერია კი გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეების რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაკავებულები არიან ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრი თამუნა თევზაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი მამუკა კომახია, ეკატერინე აბაშიძე და ლუკა თეთრაძე.