ახალი ამბები

შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის

1 ნოემბერი, 2010 • • 967
შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის

პარტია ,,თავისუფალი დემოკატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გმართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ფორმატსა და ვადებზე, ხელისუფლებასთან უახლოეს დღეებში შეთანხმდებიან.

,,რამდენიმე დღის წინ ბატონმა ბაქრაძემ დაადასტურა ხელისუფლების სურვილი, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. დღეს 8 პოლიტიკური პარტია კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, ადასტურებს საკუთარ კეთილ პოლიტიკურ ნებას, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯებით, ანუ უნდა შვთნხმდეთ ფორმატსა და ვადებზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები’’, – ამბობს ირაკლი ალასანია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ  მზად არის, ჩაერთო საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვაში და  საპარლამენტო ფორმატში დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა, ” წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე”.

მოლაპარაკების პროცესში ჩართვას, ,,ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების’’ გარეშე, ოპოზიციური პარტიებიც აპირებენ. ალასანიას თქმით, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ფორმატით იქნება გასათვალისწინებელი, მოლაპარაკებებში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა. მისივე თქმით, ორგანიზაციებმა– IRI (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) და   NDI   (ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი)– უკვე გამოთქვეს პროცესში ჩართვის სურვილი.

,,ისინი მხარს უჭერენ საქართველოსში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას. როგორც კი ფორმატი შეთანხმდება, ბუნებრიავია, მათი ჩართულობის ხარისხიც განისაზღვრება’’, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი 4 ოქტომბერს წარმოადგინა. ალასანიას თქმით, პაკეტში  წარმოდგენილია 6 საკითხი, რომელთა გათვალისწინებაც, მათი აზრით, საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი