ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა, ორივე ჩავარდა მდინარე პოტომაკში.
თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენზე – აშშ-ის არმიის სამი ჯარისკაცი.
პოლიციამ CBS News-ს განუცხადა, რომ 18 ცხედარი იპოვეს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის.
შეჯახება მოხდა ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე, რეიგანის სახელობის ვაშინგტონის ეროვნულ აეროპორტში ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მას ეცნობა „საშინელი უბედური შემთხვევის“ შესახებ და მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების მუშაკებს „წარმოუდგენელი მუშაობისთვის“