ჩეხეთმა საქართველოს 3 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, საუბარია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელზე, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები პროტესტების ბრუტალურ დარბევებზე.
“უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია მოძალადეებზე და ჩვენ არ გვსურს მათი ჩეხეთში ნახვა”, – აცხადებს ჩეხი მინისტრი.