ახალი ამბები

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები მზია ამაღლობელზე განცხადებას ავრცელებენ

29 იანვარი, 2025 •
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები მზია ამაღლობელზე განცხადებას ავრცელებენ

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები უერთდებიან პროტესტს დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო და აცხადებენ, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს შიმშილობის მე-17 დღის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა.

„პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ადამიანის ფუნდამენტური უფლების-სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ მოვითხოვთ:

  • ​ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • ​სახალხო დამცველის ოფისმა დამოუკიდებლად შეაფასოს და გაასაჯაროოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • ​საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დაიცვან მისი უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობისა და ღირსების უფლება.

ხაზს ვუსვამთ, რომ სათანადო სამედიცინო მონიტორინგისა და მკურნალობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ გაუმჭვირვალობის, უყურადღებობის ან გულგრილობის გამო. დროული ქმედების გაჭიანურებამ შესაძლოა ჯანმრთელობის გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასეთ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც დროულად არ იმოქმედებს და არ შეასრულებს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას!“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

მასალების გადაბეჭდვის წესი