ახალი ამბები

გიგი წერეთელი აშშ-ს არჩევნებს დააკვირდება

1 ნოემბერი, 2010 • • 1038
გიგი წერეთელი აშშ-ს არჩევნებს დააკვირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი აშშ-ს 2 ნოემბრის არჩევნებს დააკვირდება.

სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს ეგიდით მიიღებს.

მისია არჩევნებს ფილადერფიაში, ჩიკაგოში, კოლორადოში, მერილენდში, ილინოისსა და კოლუმბიაში დააკვირდება. მისია ასევე შეხვედრებს გამართვას კანდიდატებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ეუთოს საპატიო პრეზიდენტი ჟოაო სოარესი ხელმძღვანელობს.

ეუთოს დელეგაციის შემადგენლობაში 20 ქვეყნის 50-ზე მეტი პარლამენტის წევრი შედის.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გიგი წერეთელი ამერიკაში უკვე გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი