ახალი ამბები

ჯო უილსონი: ტრამპს ივანიშვილის რეჟიმზე ვუამბე

13 იანვარი, 2025 •
ჯო უილსონი: ტრამპს ივანიშვილის რეჟიმზე ვუამბე

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი წერს, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა და ივანიშვილის რეჟიმზე ინფორმაცია გაუზიარა.

„მოხარული ვარ დონალდ ტრამპთან შეხვედრით. მე მას ვუამბე თავისუფლებაზე ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმის შესახებ, მის კორუფციულ გარიგებებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ურთიერთობაზე CCP-სთან და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას აპირებდა. ასევე, გავუზიარე საქართველოს მეგობრების წერილი“, — წერს ჯო უილსონი.

საუბარია წერილზე, რომლითაც 45-მა კანონმდებელმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა ტრანსატლანტიკური პოლიტიკური სპექტრიდან დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდეს, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი.

45-მდე უცხოელი პოლიტიკოსი ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი