ადგილობრივების ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მიმდინარე პანაშვიდთან დაკავშირებით დროებით ღიაა გამშვები პუნქტები ქართულ მხარესთან.
საბერიოს მოსახლეობის თქმით, დღეს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები იმყოფებოდნენ პანაშვიდზე, რისთვისაც არ დასჭირვებიათ რაიმე სპეციფიკური საშვი გამშვებ პუნქტზე.
ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვებს დღეს, 9 იანვარს, საბერიოში დაკრძალავენ. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა. 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.