ახალი ამბები

გერმანიამ მომიტინტეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სანქციები დაუწესა

31 დეკემბერი, 2024 •
გერმანიამ მომიტინტეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს სანქციები დაუწესა

გერმანიამ 9 პირს, რომლებიც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, სავიზო სანქციები დაუწესა.

“დღეს გერმანიამ გამოუცხადა სავიზო სანქციები 9 პირს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტი ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა – მისი დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა”, – წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი