მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუთე ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს.
„გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს“, – აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში.
ადმინისტრაცია წერილის ფოტოსაც ავრცელებს, სადაც კობახიძე ნამდვილად არის მოხსენიებული პრემიერ-მინისტრად.
მილოცვა და პრემიერ-მინისტრად მოხსენიება ინტერესის საგანია იმ ფონზე, როცა დასავლეთი საქართველოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილიც.
“ნეტგაზეთმა” საკითხში უკეთ გასარკვევად NATO -ს პრესსამსახურს მიმართა. მასალა პასუხის შემთხვევაში განახლდება.