მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუთე ირაკლი კობახიძეს  ახალ წელს ულოცავს.

„გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს“, – აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში.

ადმინისტრაცია წერილის ფოტოსაც ავრცელებს, სადაც კობახიძე ნამდვილად არის მოხსენიებული პრემიერ-მინისტრად.

მილოცვა და პრემიერ-მინისტრად მოხსენიება ინტერესის საგანია  იმ ფონზე, როცა დასავლეთი საქართველოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილიც.

“ნეტგაზეთმა” საკითხში უკეთ გასარკვევად NATO -ს პრესსამსახურს მიმართა. მასალა პასუხის შემთხვევაში განახლდება.