ახალი ამბები

მივესალმები ივანიშვილის დასანქცირებას – მაიკლ მაკკოლი

28 დეკემბერი, 2024 •
მივესალმები ივანიშვილის დასანქცირებას – მაიკლ მაკკოლი

„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი,  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან, მაიკლ მაკკოლი ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ს მიერ დასანქცირებაზე. 

მან ეს განცხადება სოციალ ქსელ X – ზე გამოქვეყნდა.


აშშ-მა ივანიშვილი 27 დეკემბერს დაასანქცირა “რუსეთის სასარგებლოდ” დემოკრატიის ხელყოფისთვის. 



მასალების გადაბეჭდვის წესი