საზოგადოება

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

27 დეკემბერი, 2024 •
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად დაასანქცირა.

ივანიშვილის სანქცირება მოხდა „რუსეთის ფედერაციის მავნებელ საგარეო ქმედებებთან“ დაკავშირებით გამოცემული პრეზიდენტის ბრძანების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, სანქცირებული პირი ბრალდებულია, პირდაპირ თუ ირიბად, აშშ-სა თუ სხვა ქვეყნებში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში, რუსეთის ფედეაციის სასარგებლოდ“.

ფინანსური სანქციები გულისხმობს, რომ დაიბლოკება ივანიშვილის ყველა აქტივი, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაშია ან კონტროლდება აშშ-ის მოქალაქის მიერ.

„აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის, რუსეთის სასარგებლოდ. ივანიშვილისა და „ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევა, შეზღუდეს ფუნდამენტური თავისუფლებების გამოხატვა.

უფრო მეტიც — მათ გადაუხვიეს ევროატლანტიკური მომავლიდან, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ხალხი და რომელიც აღბეჭდილია კონსტიტუციაში. შედეგად, საქართველო მოწყვლადია რუსეთის წინაშე, რომელსაც კვალაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.

ჩვენ ვგმობთ „ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს ოპოზიციის, მედიისა და აქტივისტების წინააღმდეგ“, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი