ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა

27 დეკემბერი, 2024 •
ზურაბ ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.

როგორც პარტიის პრესსამსახური აცხადებს, ჯაფარიძე ასევე დააჯარიმეს 2 500 ლარით.

საუბარია 2 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების საქმის შესახებ. 2 დეკემბერს, პროევროპული აქციის დაშლის შემდეგ, პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეც დააკავა.

როგორც ნეტგაზეთს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში განუცხადეს, ზურაბ ჯაფარიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლისა და 174​-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევა ედება ბრალად, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 11​1 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი