ახალი ამბები

ჯო უილსონი ტრამპს მიმართავს და ხსნის, რა შემთხვევაში უნდა შეუწყვიტოს აშშ-მა საქართველოს ყველანაირი დახმარება

26 დეკემბერი, 2024 •
ჯო უილსონი ტრამპს მიმართავს და ხსნის, რა შემთხვევაში უნდა შეუწყვიტოს აშშ-მა საქართველოს ყველანაირი დახმარება

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი დონალდ ტრამპს მიმართავს და ხსნის, რა შემთხვევაში უნდა შეუწყვიტოს აშშ-მა საქართველოს ყველანაირი დახმარება.

„კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ირან-ჩინეთის მოყვარული და ამერიკის მოძულე, ცდილობს საქართველო დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურად აქციოს. თუ ასე მოხდა, ამერიკა უპირველეს ყოვლისა უნდა დავაყენოთ და საქართველოს ყველანაირი ფულადი დახმარება შევუწყვიტოთ“, — წერს იგი.

ამავე პოსტში უილსონმა მონიშნა ტრამპი და მისი საგარეო პოლიტიკური გუნდი — რიჩარდ გრენელი, მარკო რუბიო და მაიკ უოლცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი