ახალი ამბები

“უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა” – უილსონი ივანიშვილზე

26 დეკემბერი, 2024 •
“უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა” – უილსონი ივანიშვილზე

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უისლონი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას ეხმაურება. მან დაწერა, რომ თუ 29 დეკემბრისთვის ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურებას გეგმავს, ის მიიღებს ისეთ პასუხის, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენს.

უილსონის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია ცხადია.

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად აჩვენა მისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”, – დაწერა უისლონმა პლატფორმა X-ზე.

29 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის შენობაში “ქართული ოცნება” მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გეგმავს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ელჩები და უცხოელი სტუმრები ღონისძიებაზე მიწვეული არ არიან.

რამდენიმე დღის წინ, ჯო უილსონსა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის შემდეგ, მან X-ზე დაწერა, რომ ზურაბიშვილი ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მისივე თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი