ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში სროლის შედეგად დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, კან კვარჩია დაჭრილია – აფხაზური მედია

19 დეკემბერი, 2024 •
სოხუმში სროლის შედეგად დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, კან კვარჩია დაჭრილია – აფხაზური მედია

სოხუმის დე ფაქტო პარლამენტთან სროლა იყო.  ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტყვია დეპუტატებს ვახტანგ გოლანძიასა და კან კვარჩიას მოხვდათ.

აპსნიპრესის ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. დეპუტატი კან კვარჩია ხელის არეშია დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მას ოპერაცია უტარდება.

აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, დღეს დე ფაქტო პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი განიხილეს.

“შეხვედრის დროს ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და კანს ესროლა. გარდაცვლილმა ვახტანგ გოლანძიამ მათი გაშველება სცადა”, – წერს ტელეგრამ არხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი