აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსულ გამოცემებთან, ВГТРК და РИА-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “საქართველოში მიმდინარე არეულობაშიც კი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ხელი ურევია”.
“კარგია, რომ ახლა სიტუაცია (საქართველოში) სტაბილურობისკენ მიდის და კვლავ, ხედავთ, რომ მაკრონს ყურები გამოუჩნდა. ის საკუთარ ქვეყანაში ვერ ისვენებს, აუცილებლად უნდა შეძვრეს საქართველოშიც” ,- განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, “საქართველო აზერბაიჯანის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია, ამიტომ იქ სიტუაციის დესტაბილიზაცია ერთნაირად საზიანოა ორივე ქვეყნისთვის”.
მანამდე ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს” განაცხადა, რომ საფრანგეთი ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.
“საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკასთან ერთად, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიებს” .
მანამდე მაკრონმა მსგავსი განცხადებები ბიძინა ივანიშვილთან საუბარში გააკეთა.
“ოცნება” ადასტურებს, რომ მაკრონმა დაკავებულების საკითხი დასვა და ივანიშვილის პასუხს ავრცელებს