ახალი ამბები

აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

13 დეკემბერი, 2024 •
აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

3 დეკემბრის აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, რომელიც სპეცრაზმის მიერ ცემაზე მიუთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქეთ დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

ნაკაშიძე სამართალდარღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი ნაკაშიძის თქმით, 3 დეკემბრის აქციაზე მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევიდა წინა პერიმეტრზე, როდესაც 3 ადამიანთან ერთად დააკავეს.

„მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. გადამცეს პატრულს, რომელიც სპეცნაზისგან განსხვავებით კარგად გვექცეოდა მეც და იქ მოყვანილ ადამიანებს. ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს!“, — დაწერა ნაკაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი