აშშ-ის სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა.
„ბოლო კვირაა, საქართველოს მთავრობა სასტიკად უსწორდება პროევროპელ დემონსტრანტებს. უნდა განვიხილთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელს არსებული ბერკეტები საბაზისო ადამიანის უფლებების დასაცავად და როგორ შევინარჩუნოთ გარემო, სადაც ხალხი თავისუფლად ირჩევს მომავალს.
მადლობა მინდა გადავუხადო სენატორ ჯინ შაჰინს, სალომე ზურაბიშვილთან საუბრის ორგანიზებისთვის. იმედი მაქვს, გვექნება პროგრესი“, — განაცხადა მან.








