ახალი ამბები

4 ოპოზიციური ძალა გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის

5 დეკემბერი, 2024 •
4 ოპოზიციური ძალა გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის

სამი ოპოზიციური კოალიცია და ერთი პარტია ოპოზიციის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრს ქმნის, რომელიც დღეიდან, 5 დეკემბრიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ მათ დღეს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომელსაც „ერთობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან.

„მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს, რომლებიც უკანონოდ არიან გატაცებული. უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, რომ მათ თბილისშიც ვეღარ ატევენ და მიჰყავთ რეგიონებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ეს უკანონო რეჟიმი საკუთარი ლპობის ფინალურ სტადიაზეა. ის ფაქტი, რომ ისინი ასე იქცევიან, ადასტურებს იმას, რომ გარდა უხეში ფიზიკური ძალისა, აღარ დარჩათ სხვა რესურსი ხელისუფლების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი