ახალი ამბები

პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ მიმართ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

4 დეკემბერი, 2024 •
პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ მიმართ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოში დაწყებული რეპრესიების გამო ზომების მიიღონ „ქართული ოცნების“ მიმართ.

„საქართველოში რეპრესიებია. ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურს თავიდან აიცილოს კრიზისის გაღრმავება, დაუყოვნებლივ მოვუწოდებ, ძლიერი ზეწოლის დროა მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანა უფსკრულში გადასაჩეხად მიჰყავს. არ დააგვიანოთ“, — წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ზურაბიშვილი წერს, რომ პროტესტი საქართველოში ამიერიდან უნდა ეწოდოს რეპრესიები საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი