ახალი ამბები

რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევისას დაიჭირეს „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი

2 დეკემბერი, 2024 •
რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევისას  დაიჭირეს „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი

2 დეკემბერს, დილით, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს დაიჭირეს „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი.

გიორგი ჩაგელიშვილის დაკავება სხვადასხვა მედიის კადრებში მოხვდა. როგორც კადრებში ისმის, გიორგი ჩაგელიშვილი პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც დააკავეს.

დღეს, გამთენიისას პოლიციელი თავს დაესხა მედია „აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი