სპეცრაზმმა სპეცტექნიკის გამოყენებით დაიწყო აქციის დარბევა – ამჯერად, უკვე რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზეც.

შსს ირწმუნება, რომ აქცია მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს გასცდა.

დარბევაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და ძალოვნები მონაწილეობენ, ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, სპეცრაზმი ფიზიკური ძალის გამოყენებით აკავებს მოქალაქეებს.