ახალი ამბები

„იმედგაცრუებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

29 ნოემბერი, 2024 •
„იმედგაცრუებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით“ – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს მთავრობის გუშინდელ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს პროევროპულ მისწრაფებებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი