ქუთაისში, „ქართული ოცნების“  ოფისთან მიმდინარე აქციასთან, პოლიციამ, სულ მცირე, ერთი მოქალაქე დააკავა.

ერთი ადამიანის დაკავებაში ათზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. მათ ძალაც გამოიყენეს. ადგილზე გადაღებულ კადრში ჩანს, რომ დაკავებულს ტანსაცმელიც შემოეხია.

კონკრეტულად რის გამოს დააკავეს მოქალაქე, უცნობია. „ოცნების“ ქუთაისის ოფისთან მომიტინგეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი.


გარეკანის ფოტო: ტვ პირველი


„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატებისგან მოლაპარაკებების გახსნა შანტაჟისთვის გამოიყენება და საქართველოს სთხოვენ ისეთ რეფორმებს, რომელიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. რაშიც ის მათ შორის გულისხმობს რუსული კანონის და ცენზურის დამწესებელი კანონის გაუქმებას.